ანჯელინა ჯოლი 20 წლის ვაჟთან, პაქსთან ერთად ლოს-ანჯელესში, Sushi Park-ში ვახშმის დროს გადაიღეს. 48 წლის ოსკაროსანი მსახიობი ახალი იმიჯით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, ჯოლიმ თმა კიდევ უფრო გაიღიავა. ახალმა ვარცხნილობამ მას ასაკი საგრძნობლად შეუმცირა. ამ დღეს მას თეთრი კაბა და შავი პიჯაკი ამშვენებდა.
ანჯელინა ჯოლი სცენარით ხელში – ვარსკვლავის ყოველდღიური სტილი
ცნობისთვის, ჯოლის უკანასკნელი ფილმი ამ დროისთვის მარია კალასის ბიოგრაფიული კინოსურათია, რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად იღებდნენ.