LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვა დრო და მსოფლიო სიმართლეს გაიგებს” – ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ვაჟმა მამას მსოფლიო დონის ნაძირალა უწოდა

8383
ანჯელინა-ჯოლი

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ნაშვილები ვაჟი, 19 წლის პაკსი, ბრედ პიტს ღიად აკრიტიკებს. პაკსი „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს, სადაც მამის მიმართ, ბრალდებებით გამოდის:

„შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქციე. შენ შეგიძლია ილაპარაკო რაც გინდა, მაგრამ მოვა დრო და მსოფლიო სიმართლეს გაიგებს. შენ არ გაქვს მინიმალური სინანულიც კი იმის გამო, რაც გააკეთე. შენ არ გიყვარს შენი შვილები, რომლებიც შენს დანახვაზე კანკალებენ შიშისგან, მსოფლიო დონის ნაძირალა ხარ“ – წერს პაკსი.

პაკსმა მამის ძველი ფოტო გამოაქვეყნა, როცა ბრედ პიტი ოსკარის მფლობელი გახდა. ამით დადასტურდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ბავშვების მიმართ ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებდა.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილის შთამბეჭდავი ცეკვა – 18 წლის ზაჰარამ მამის გვარზე უარი განაცხადა

„ეპოქალური შერიგება“ – ჰოლივუდი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს – უახლესი ინფორმაცია „ბრანჯელინას“ შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები