LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეპოქალური შერიგება“ – ჰოლივუდი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს – უახლესი ინფორმაცია „ბრანჯელინას“ შესახებ

2830
page

ჰოლივუდი ადგილია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ ალბათ არავის გაუკვირდება, თუკი ერთხელაც საკულტო წყვილს, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს კვლავ ერთად ვიხილავთ, თუმცა ეს ჯერჯერობით  მხოლოდ თეორიაა. ახლახან, „ბრანჯელინას“ შესახებ  სასიამოვნო სიახლე გავრცელდა.

მედიის ცნობით, ჯოლი და პიტი სასამართლო პროცესებისა და საფრანგეთში მდებარე „შატო მირაველის“  350 მილიონიანი დავის ფონზე დაზავდნენ. ინსაიდერების ცნობით, წყვილმა შეთანხმებას მიაღწია. ჯერჯერობით უცნობია, გამოიტანს თუ არა ჯოლი სარჩელს ბრედ პიტის წინააღმდეგ ძალადობის  საქმეზე.

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, „არავის გაგვიკვირდება თუკი კვლავ ერთად იქნებიან“ „ეპოქალური შერიგება“, – ასე ეხმაურებიან კომენტარებში აღნიშნულ ინფორმაციას.

ნახეთ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟი, რომელიც მამის ასლია – „ბრანჯელინას“ შვილების უახლესი ფოტოები

ცნობისთვის, ანჯელინამ ბრედი ძალადობაში გასულ წელს დაადანაშაულა, ის აცხადებს, რომ 2016 წელს, თვითმფრინავით საბედისწერო მგზავრობის დროს, პიტი ერთ ბავშვს ახრჩობდა, მეორეს კი ურტყამდა. ჯოლის თქმით, ბრედმა ის თმით ითრია და სახით კედელს მიანარცხა. საქმეში მითითებულია, რომ პიტს შელაპარაკების მომენტში ლუდი და წითელი ღვინო ჰქონდა დალეული.

ბრეტ პიტი ანჯელინა ჯოლის გაჩუმებას აიძულებს, რა თანხაზეა საუბარი? – უახლესი დეტალები „ბრანჯელინას“ ომის შესახებ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები