ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა ნიუ-იორკში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მახვილ თვალს არ გამოჰპარვია 49 წლის მსახიობის სტილის ტრანსფორმაცია. საუბარია მის ფეხსაცმელზე. თუკი ჯოლი გამუდმებით კლასიკურ სტილზე აკეთებდა არჩევანს, ამჯერად მისი სტილი საგრძნობლად შეიცვალა.
ამ დღეს ვარსკვლავი ორი სხვადასხვა „ლუქით“ გამოჩნდა და ორჯერვე Celine-ის მაღალპლატფორმიანი ღია ფეხსაცმელი ამშვენებდა.
ცნობისთვის, ახლა მსახიობი და რეჟისორი აქტიურადაა დაკავებული თავისი ახალი ფილმის, „მარიას“ პრომოუშენით, რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა.
დახვეწილი ყველგან და ყოველთვის – ანჯელინა ჯოლის მორიგი გაკაშკაშება წითელ ხალიჩაზე