LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანკა ვასაძე: „ხანდახან გაუსაძლისია, ისე ვიღლები. ორი შვილიდან ერთი პატარაა და ღამე კარგად ვერ ვიძინებ…“

1100
anka-vasadze

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ანკა ვასაძეს მცირე ხნის წინ გოგონა შეეძინა. მას უკვე ჰყავს ბიჭი  – ნიკოლოზი, რომელიც, დედის თქმით, სხვაზე ზრუნვას თანდათან ეჩვევა.

ანკას დატვირთული გრაფიკი აქვს და შვილების მოვლაში ოჯახის წევრები ეხმარებიან.

ჟურნალ „გზის“ კითხვას, ორი შვილის დედობა და სპექტაკლებში მონაწილეობა რთული ხომ არ არის, ასე პასუხობს:

„მინდა გითხრათ, ხანდახან გაუსაძლისია, ისე ვიღლები. ორი შვილიდან ერთი პატარაა და ღამე კარგად ვერ ვიძინებ. ამ ყველაფერთან ერთად, თეატრში რეპეტიციებიც დამეწყო, შვილების მოვლაში ოჯახის წევრები მეხმარებიან. პანდემიის დროს ვთქვი, რომ სიტყვას „დავიღალე“ აღარ ვიტყოდი. მაშინაც კი, როცა დაღლილობისგან თვალები მეწვის, ვამბობ, რომ ეს ჯობია, მსახიობისთვის ესაა ბედნიერება. რაც მეტი საქმე მაქვს, მით მეტს ვასწრებ. ბედნიერებისთვის სტიმული და საქმე მჭირდება“.

ანკა ვასაძე: „ზუგდიდში მეჯლისზე ძალიან დაღლილი ჩავედი, მაგრამ როცა ასეთი სილამაზე დავინახე, სრული შოკი მივიღე…“

ვიდეო/ფოტო: ანკა ვასაძის ეფექტური წითელი კაბა დადიანების სასახლის მეჯლისზე

ანკა ვასაძე: „პოსტსამშობიარო სტრესი მქონდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g