LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი: რუსები, როგორც ტურისტები, არიან ევროპაშიც და ამერიკაშიც, არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის ოფიციალური განცხადება, რომ ვინმეს ეთნიკური ნიშნით მათთან  შესვლის უფლება  უნდა შეეზღუდოს

97
62eb8229d49f4

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა რუსი ტურისტების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

“რუსებიც და სხვებიც, როგორც ტურისტები, არიან ევროპაშიც, ამერიკაშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში – არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება ვინმეს ეთნიკური ნიშნით უნდა შეეზღუდოს, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გარდა ამისა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონზე და თქვა, რომ თუ ვინმეს აღნიშნული კანონი დარღვეული აქვს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„თუ ვინმეს დარღვეული აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ეთნიკურ ნიშანს მნიშვნელობა არა აქვს – ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამას გააკეთებს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ასევე, ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის. ხალხის ეთნიკური ნიშნით დაყოფა არავითარ დემოკრატიულ პრინციპებში არ ჯდება. ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფა, ეს არის ქსენოფობია, ხოლო ძალადობისკენ წახალისება შესაძლოა, შუღლის გამომწვევ საკითხებში გადაიზარდოს, რაც ასევე დაუშვებულია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g