LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „რუსთავი“ იაპონიაში საიუბილეო ტურნეს გამართავს

198

12 ოქტომბერიდან 21 ნოემბერის ჩათვლით ანსამბლი „რუსთავის“ სრული შემადგენლობა იაპონიაში 50 წლის საიუბილეო ტურნეს გამართავს. კონცერტები იაპონიის 21 ქალაქში გაიმართება. დასკვნითი კონცერტი 21 ნოემბერს, ქალაქ ოსაკაში ჩატარდება.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.

ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.

ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g