LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი “რუსთავი” “სუხიშვილებს” სოლიდარობას უცხადებს

1099
rustavi-suxishvilebi

ანსამბლ “რუსთავის” ოფიციალურ “ფეისბუქ-გვერდზე” გამოქვეყნდა განცხადება, რითაც “რუსთავი” უკრაინის გასტროლებიდან დაბრუნებულ და თვითიზოლაციაში მყოფ “სუხიშვილებს” სოლიდარობას უცხადებს.

გთავაზობთ განცხადებას:

“სოლიდარობა „სუხიშვილებს“!
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინიდან დაბრუნებულ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „სუხიშვილების“ დასის წევრებს. მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადებული კორონავიურსის პანდემიასთან დაკავშირებით „სუხიშვილებმა“ უკრაინაში საგასტროლო ტურნე შეწყვიტა და 14 და 15 მარტს საქართველოში დაბრუნდა. ანსამბლი „რუსთავი“ ჯანმრთელობას უსურვებს ჩვენს კოლეგებსა და მეგობრებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მკაცრად იცავენ დაწესებულ შეზღუდვებს. #დარჩისახლში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები