LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა – „მისი ცხოვრება იყო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა თავისი შრომითა და თავდადებით მთელი ერის კულტურული მემკვიდრეობა გადაარჩინოს და გაამდიდროს“

104
ანზორ ერქომაიშვილი

დღეს მუსიკოსის – ფოლკლორისტის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრების, ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა.

ანზორ ერქომაიშვილი 86 წლის გახდებოდა.

აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება ანსამბლი „რუსთავი“, რომელსაც ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა.

„დღეს ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა, ადამიანის, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და საქმიანობა ქართულ ხალხურ სიმღერას, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების დაცვას მიუძღვნა.

ანზორ ერქომაიშვილი იყო არა მხოლოდ გამორჩეული მოღვაწე, არამედ ქართული მრავალხმიანობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მცველი.

მისი დაუღალავი შრომით მოძიებული, აღდგენილი და მომავალი თაობებისთვის შემონახულია ასობით უნიკალური ქართული ხალხური სიმღერა, რომელიც დღესაც ცოცხლობს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჟღერს.

მისი სახელი განუყოფლად არის დაკავშირებული ლეგენდარულ ანსამბლ „რუსთავთან“, რომლის ხელმძღვანელობითაც ქართული სიმღერა და ცეკვა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ გაბრწყინდა.

ანზორ ერქომაიშვილმა აღზარდა მომღერალთა და ლოტბართა მრავალი თაობა. მისი ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა თავისი შრომითა და თავდადებით მთელი ერის კულტურული მემკვიდრეობა გადაარჩინოს და გაამდიდროს.

„უყვარდე შენს ხალხს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“ – ეს სიტყვები ეკუთვნის თავად ანზორ ერქომაიშვილს, რომელსაც დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა“, – წერია ანსამბლ „რუსთავის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოზურგეთში სანაპიროს ქუჩას ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება

ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე: „მძიმე ჯვარია უმისოდ სიცოცხლის გაგრძელება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები