„ანსარი“ ფართოვდება – კომპანიამ თბილისში რიგით მეორე ფილიალი აგლაძის ქუჩაზე, 37 ნომერში გახსნა. როგორც „ფორტუნას“ „ანსარის“ მენეჯმენტში განუცხადეს, მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც საგზაო ინვენტარი, ისე ყველა სახის სამშენებლო პროდუქცია, ნაგვის ურნები და დამატებითი აქსესუარები.
„ჩვენი კომპანია საგზაო ინვენტარისა და დამატებითი აქსესუარების მრავალფეროვან, ხარისხიან არჩევანს გთავაზობთ. გაქვთ შესაძლებლობა ერთ სივრცეში შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია: სტანდარტული საგზაო ნიშნები, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, საგზაო ბარიერები, საგზაო კონუსები, საგზაო ციმციმები, საგზაო ბოძკინტები, შუქმარიდები, სარკეები, საგზაო ბოძები, დროებითი საგზაო ნიშნები, ჯაჭვები, საგზაო ლენტები, ამრეკლი ლენტები, სამშენებლო ბადეები, პარკირების ბარიერები, შიდა ბარიერები, სამშენებლო პროდუქციები, შლაგბაუმები, ჯიხურები, ნაგვის ურნები“, – აცხადებენ „ანსარის“ მენეჯმენტში.
მათივე ცნობით, „ანსარს“ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან დაბალი ფასები, მაღალი ხარისხი და მიწოდების სერვისი გამოარჩევს.

„ჩვენი პროდუქციის იმპორტი ხორციელდება თურქეთიდან, პროდუქცია არის უმაღლესი ხარისხის და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება მიწოდების სერვისს – არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კლიენტისგან ვიღებთ მსხვილ შეკვეთას. შესაბამისად, გვიწევს მათ მიერ მოთხოვნილი პროდუქციის ჩამოტანა თურქეთიდან. 5-6 დღის ვადაში კი ჩვენს მომხმარებელთან სასურველი პროდუქცია ადგილზევე მიგვაქვს“, – განმარტავენ „ანსარში“.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში როგორც სამშენებლო პროდუქციაზე, ისე საგზაო ინვენტარზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან კეთდება გზები და ხორციელდება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. აქედან გამომდინარე, „ანსარი“ გაფართოებას სამომავლოდაც გეგმავს. კერძოდ, მიმდინარე წელს განიხილება ფილიალის გახსნა დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ბათუმში.
ცნობისთვის, შპს „ანსარი“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან საქმიანობს. ფლობს ორ მაღაზიას თბილისში: წერეთლის გამზირი #118 და აგლაძის #37 ნომერში.


