2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines ანტალიიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Turkish Airlines ანტალია-თბილისი-ანტალიის საჰაერო ხაზზე ფრენებს 28 მაისიდან შეუდგება.
თურქული ავიაკომპანია, საწყის ეტაპზე, რეისებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს, შემდგომ კი სიხშირეების რაოდენობას 4-მდე გაზრდის.

