LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლიდან ნიუ-იორკის მიმართულებით “თურქეთის ავიახაზების“ რეისზე 11 წლის ბავშვმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა

325
ტურქიშ

სტამბოლიდან ნიუ-იორკის მიმართულებით „თურქეთის ავიახაზების“ რეისზე გონების დაკარგვის შედეგად 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“საინფორმაციო სააგენტო MTI-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სამედიცინო სამსახურებმა ვერ შეძლეს ბავშვის რეანიმაცია მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა ბუდაპეშტში ავარიული დაშვება განახორციელა.

საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ აეროპორტის სამედიცინო სამსახური შემთხვევის ადგილზე მივიდა მას შემდეგ, რაც რეისი ბუდაპეშტში დაფრინდა, მაგრამ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები