LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის აეროპორტებში 170-მდე ავიარეისი გაუქმდა – შესრულდება თუ არა ფრენები თბილისიდან

135
flight (1)

თბილისის აეროპორტის ინფორმაციით, სტამბოლის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები განრიგის შესაბამისად შესრულდება. თუმცა, გუშინ თბილისიდან „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტის მიმართულებით ოთხი რეისი გაუქმდა.

თურქული მედიის ცნობით, მოსალოდნელი თოვლიანი ამინდის გამო, სტამბოლის აეროპორტში 170-მდე ავიარეისი გაუქმდა. ინფორმაცია “თურქეთის ავიახაზებზე” დაყრდნობით ვრცელდება. ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, გადაწყვეტილება თურქეთის მეტეოროლოგიურ სამსახურთან კოორდინაციით მიიღეს, რომელმაც შეზღუდვების შესახებ რეკომენდაცია გასცა.

სტამბოლის აეროპორტიდან ან აეროპორტის მიმართულებით სულ 152 რეისი გაუქმდა, საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან კი – 18 რეისი.

ამინდის გაუარესების შედეგად შექმნილი ვითარების გამო, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში ორშაბათს სკოლები არ მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები