LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტალიიდან, ბოდრუმიდან და სხვა საკურორტო ქალაქებიდან ასეულობით ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა

4077
bodrum-yangin-1

მასშტაბური ხანძრის გამო ანტალიიდან, ბოდრუმიდან და სხვა საკურორტო ქალაქებიდან ევაკუირებულია ასეულობით ტურისტი. თურქეთის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პროვინციები ტყის ხანძრებმა გასული ოთხშაბათიდან მოიცვა და დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდა.

ხანძრის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, გარდაცვლილთა შორის ორი მეხანძრეა.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტურისტულ კურორტებზე ცეცხლის 100-ზე მეტი კერა ფიქსირდება. ქალაქებს ტოვებენ ტურისტები, ფართომასშტაბიანი ევაკუაციის საჭიროების შემთხვევისთვის ანტალიის სანაპიროსთან მობილიზებულია საზღვაო ფლოტის ორი გემი.

ევროკავშირის მიერ 1 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, თურქეთის დასახმარებლად გაიგზავნა ორი სპეციალური თვითმფრინავი. თურქეთს ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებიან აზერბაიჯანი, ირანი, უკრაინა და რუსეთი. სტიქიას 2000-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ოპერაციაში ჩართულია 30-მდე ვერტმფრენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g