LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიდემპინგური კანონპროექტი პარლამენტში დეკემბერში შევა

20180212180609

ეკონომიკისა მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ანტიდემპინგური კანონპროექტი პარლამენტში დეკემბერში შევა. მისივე თქმით, კანონპროექტი უკვე მზად არის.

შეგახსენებთ, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და “ჰაიდელბერგცემენტი” უკვე რამდენიმე თვეა, მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის შემოღებას სთხოვს. მათივე განმარტებით, ირანიდან შემოსული პროდუქცია ქვეყანაში დემპინგური ფასით იყიდება, რაც მათი პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას ხელს უშლის.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ეკონომიკის სამინისტროს პარლამენტთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, კონკურენციის შესახებ კანონის საფინანსო სექტორზე გავრცელებაა. გიორგი ქობულიას თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ მსგავსი რეგულაციები ბიზნესისთვის დამაზიანებელი არ იყოს.

“ჩვენ პარლამენტთან ერთად ამ საკითხზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ბიზნესისთცის დამაზიანებელი არ იყოს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ზედმეტი რეგულაციით ბიზნესი დავაზიანოთ”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, გუშინ 12-მა სადაზღვეო კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ისინი “კონკურენციის შესახებ კანონის” საბანკო სექტორზე გავრცელებას ითხოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g