თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაგრიდან დევნილმა, ნელი გასვიანმა პროტესტის ნიშნად რუსეთის პასპორტი დახია და რუსულ პენსიაზე უარი თქვა.
ნელი გასვიანმა ორმაგ მოქალაქეობაზე უარი თქვა.
როგორც მოქალაქემ აქციაზე განაცხადა, ეს იმ ახალგაზრდებისთვის გააკეთა, რომლებიც შეცდნენ და ლევან ვასაძის აქციაზე მივიდნენ გუშინ.
“მე დღეს ღირსება აღვიდგინე, ეს ღირსება აღმიდგინა ახალგაზრდობამ. დიდი მადლობა, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ თქვენ აკეთებთ,”-მიმართა გასვიანმა აქციის მონაწილეებს.