LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა გრძელდება, რა იყიდება პარლამენტის წინ

775
აქციაზე გამოფენა

ამ წუთებში პარლამენტის წინ გამოფენა-გაყიდვა გრძელდება.

სტარტაბბიზნესი აქცია “სირცხვილიას” ფარგლებში ნახატებს, მაისურებს და ხელნაკეთ სუვენირებს ჰყიდის. პარლამენტის შენობის წინ აქცია „სირცხვილიას“ ​ფორმატში გამოფენა-გაყიდვა იმართება. 

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ნივთების გაყიდვიდან შესული თანხის 20 პროცენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ჯგუფის ანგარიშზე გადაირიცხება. მათი თქმით, ეს ნებაყოფლობითია.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 20 ივნისიდან შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები