LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იხილეთ ქართული“ – სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, სადაც მეწარმეები საკუთარი პროდუქციის გაყიდვას შეძლებენ

123
9

„იხილეთ ქართული“ – ამ სახელწოდებით, საქართველოს მეწარმეთა კავშირმა სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი შექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, გაგზავნოს ინფორმაცია საკუთარი ადგილობრივი წარმოების შესახებ (სასურსათო პროდუქტები; ხელნაკეთი ნივთები; სასტუმრო ბიზნესი; მომსახურების სფერო და სხვა.)

აღნიშნული ინფორმაცია, შეზღუდვების პერიოდში, ჯგუფში ყოველგვარი გადასახადის გარეშე, სრულიად უსასყიდლოდ განთავსდება.

„ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენი სამუშაო ჯგუფი თავდაუზოგავად მუშაობს, რათა გაიმართოს საახალწლოდ, უფასო გამოფენა-გაყიდვები ღია ან/და დახურულ სივრცეებში“, – აცხადებენ საქართველოს მეწარმეთა კავშირში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მეწარმეთა კავშირში არსებული საწარმოების ნაწილმა არსებობა შეწყვიტა, წევრების 70%-ის შემოსავალი კი ნულამდე დაეცა. ,,მეწარმეთა კავშირში“  500-ზე  მეტი მცირე და საშუალო მეწარმეა გაწევრიანებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები