LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავის დაწვა სცადა

241
ბენზინი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა მას ამის საშუალება  სამართალდამცველებმა არ მისცეს და მამაკაცი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, მამაკაცი, რომელმაც თავის დაწვა სცადა, მათი მოძრაობის წევრია.

18 ნოემბრის აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

„ეს იყო ხელისუფლების მიმართ ერთგვარი პროტესტის გამოხატულება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ამ ბოლო პერიოდში აქვს ადგილი”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, პოლიცია არის მობილიზებული.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით სპეცრაზმმა დაშალა. სწორედ, ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი, რომელთა სასამართლო პროცესებიც ამამად მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g