LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიტერორისტული ოპერაცია საფრანგეთში – დაკავებულია ცხრა ადამიანი

125

ფრანგმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს.ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.  გამოძიების ცნობით, დაკავებულებს მჭიდრო კავშირები აქვთ ისლამისტებთან და ევროპის ქვეყნებში მასშტაბური თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ.დაკავებულები Telegram-ის მესენჯერის მეშვეობით შეტყობინებების გაცვლას ახდენდნენ, რაც საეჭვო გამონათქვამებს შეიცავდა. ეჭვმიტანილების ნაწილი ძალოვანებმა პარიზის შემოგარენში აიყვანეს, ზოგიერთი კი იტალიის და შვეიცარიისა მოსაზღვრე რეგიონებში. მას შემდეგ, რაც ერთერთი დაკავებული შვეიცარიის მოქალაქე აღმოჩნდა, ანტიტერორისტულ ოპერაციაში შვეიცარიის პოლიციაც ჩაერთო და მეათე ეჭვმიტანილი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ის წარმოშობით კოლუმბიელი 23 წლის ქალია, რომელსაც რადიკალ ისლამისტებთან მიმოწერა ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g