ანტონიო ბანდერასმა ახალგაზრდა მეგობარ გოგოსთან, ნიკოლ კემელთან ერთად გადაღებული იშვიათი ფოტო გააზიარა. წყვილი შვეიცარიაში დასვენებით ტკბება, რაც მათ სახეზეც აისახება. ფოტოს ბანდერასის თაყვანისმცემლების მოწონება მოჰყვა.
წყვილი ერთმანეთს 2014 წლიდან ხვდება. მათ ერთმანეთი კანის კინოფესტივალის შემდგომ წვეულებაზე გაიცნეს, ანტონიო მელანი გრიფიტთან ახალი განქორწინებული იყო. წყვილის ოჯახი 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა.