გაეროს გენერალური მდივანი ორშაბათს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ანტონიო გუტერეშს სამუშაო შეხვედრა და ლანჩი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც ექნება.