„ანწუხელიძე დღევანდელი თაობის, ქართველი ქრისტიანული სულის განსახიერებაა, რომელიც მტერმა ვერ გატეხა,“ – ამის შესახებ მამა ზაზა თევზაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, სადაც მან საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღაზე ისაუბრა.
მისი თქმით, გმირობის მაგალითი, რომელსაც ზოგი მხოლოდ წარსულში ეძებს, რეალურად ჩვენს დღევანდელობაში უკვე ცოცხლობს ანწუხელიძის სახით.
„ჩვენ სადღაც წარსულში კი არ ვეძებთ, არამედ ის დღევანდელობაში გაცოცხლდა ანწუხელიძის სახით.
ვისურვებდი, ამ ხალხის დიდება, ქართველმა ხალხმა, ვისაც დღეს არ ხვდება გულზე და ვერ ხედავს ამ საშიშროებას, დღეს მაინც დაინახოს, რომ ჩვენ დღეს საბედისწერო ბძოლაში ვართ“, – აღნიშნა მამა ზაზა თევზაძემ.