LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ მელია: „ვნანობ, რომ „ქართულ ოცნებას მივეცი ხმა… 2012 წელს ნიკას ვუთხარი, ხომ დაგერხათ-მეთქი…“

908
anzromelia2025

კარდიოლოგი ანზორ მელია შვილის, ნიკანორის შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ვრცლად საუბრობს.

ცნობილი ექიმი აღნიშნავს, რომ 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა.

„იცოთ, 2012 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მივეცი ხმა და ძალიან შევცდი, ახლა ვნანობ. როდესაც დავინახე, სწორი გზით არ მიდიოდნენ, რაც კარგი ჰქონდათ „ნაციონალებს“, ის კი არ გააგრძელეს, რაც ცუდი ჰქონდათ, ის კუბში აიყვანეს, მივხვდი, საქმე ცუდად იყო…

2012 წელს, როცა ივანიშვილს მივეცი ხმა, ნიკას ვუთხარი, ხომ დაგერხათ-მეთქი. დამსვა და მელაპარაკა, ივანიშვილი ამას და ამას გააკეთებსო. ყველაფერი ჩამოთვალა, ერთადერთი, მარიხუანას პლანტაცია არ უხსენებია. ვეუბნებოდი, – გიჟი ხარ, ეს კაცი საქართველოს ააყვავებს-მეთქი. აი, ნახავო და ახლა მართლა მრცხვენია, რაც თქვა ნიკამ, ყველაფერი ახდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g