LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპატურაი მე-5 მუხლთან დაკავშირებულ ინიციატივაზე : იდეა ალიანსის ინტერესს არ იწვევს

249
1001natocover

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში ისე გაწევრიანების იდეა, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, დღეს ალიანსის ინტერესს არ იწვევს. აპატურაი უდროოდ მიიჩნევს ამ საკითხზე დისკუსიას.

საგარეო უწყება რასმუსენის განცხადებაზე: მისი მოსაზრება არ ნიშნავს, რომ საკითხი სახელმძღვანელოა

საუბარია შემოთავაზებაზე, რომ საქართველომ უნდა განიხილოს გაწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად

„მე ვნახე საქართველოში მიმდინარე დისკუსია, საქართველოს ალიანსში ისე გაწევრიანების შესახებ, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ორ რეგიონზე. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ ნატო-ში ინტერესს, რომ ეს საკითხი განიხილოს. ასევე არ მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, ეს იდეა დროული იყოს. ნატო-ში საქართველოს საელჩო აქტიურად უწყობს ხელს მეტ საქართველოს ნატო-ში, და მეტ ნატო-ს საქართველოში, რაც მოიცავს მკაფიო და კონკრეტული იდეებს. ეს არის მართებული მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულადაც. ნატო-ს ატლანტიკური საბჭო სულ მალე იქნება საქართველოში, რათა განიხილოს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის განიხილება საქართველოს დახმარება იმ რეფორმებში, რომელიც დაეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში“, – წერს აპატურაი.

https://www.facebook.com/JamesAppathurai/posts/2457740460952422

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, გუშინ ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ წამოწია საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი და აღნიშნა, რომ ეს უკვე ქართველების, საქართველოს გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა მათ შეთავაზებას.

ნატოში აფხაზეთით და ცხინვალით შესვლას გვთავაზობენ – ნუ ავრცელებთ “ანტინატო” განწყობებს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკუთარ ხედვას სთავაზობს. საუბარია მექანიზმზე, რომელიც გულისხმობს, რომ ორგანიზაციის მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის პირობის შესახებ დროებით არ ამოქმედდება ოკუპირებულ რეგიონებში და მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.

ამ ქვეყნის ევრო-ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ - ჩუგოშვილი კრიტიკოსებს მიმართავს

,,თუ უსაგნო ლანძღვა გგვრით სიამოვნებას, არც ეგაა პრობლემა, შეგიძლიათ გააგრძელოთ"

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა “NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში”. კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g