LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპატურაი: „ოცნების” გადაწყვეტილება სამწუხაროა, ყველა პარტიამ უნდა დაუჭიროს მხარი რეფორმების იმპლემენტაციას

49
e1be01d3b99490010621607e4c36d468-XL

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმ აპატურაი „ფეისბუქში“ წერს.

„19 აპრილის შეთანხმება სახავს საუკეთესო გზას იმ რეფორმებისათვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს და დაეხმარება საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკურ გზაზე;

სწორედ ამიტომ, საქართველომ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში შეიტანა შეთანხმების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მხარი უნდა დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად“, – წერს აპატურაი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g