LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ი დასაკეცი სმარტფონის, iPhone Duo-ს ეკრანის პრობლემის მქონე მოწყობილობებს შეცვლის

166
Apple

Apple-მა აღიარა, რომ კომპანიის პირველი დასაკეცი სმარტფონის, iPhone Duo-ს ზოგიერთ მოწყობილობას შიდა ეკრანის პრობლემა აქვს და მომხმარებლებს დაზიანებულ ტელეფონებს შეუცვლის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სმარტფონის გაყიდვები გასულ კვირას დაიწყო, თუმცა სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ეკრანის ცენტრალურ ნაწილში, დასაკეცი მექანიზმის გასწვრივ, ბზარები და ხაზები ჩანს. Apple-ის განცხადებით, პრობლემა მოწყობილობების მცირე ნაწილს ეხება და, როგორც წესი, მალევე იჩენს თავს. მომხმარებლებს, რომლებსაც ეკრანის ხარვეზი შეექმნებათ, კომპანია AppleCare-თან დაკავშირებას ურჩევს.

ტექნიკური კვლევების კომპანია iFixit-ის წინასწარი ანალიზის მიხედვით, დაზიანება შესაძლოა ეკრანის ქვეშ მდებარე კაბელისა და ცენტრალური საყრდენი კონსტრუქციის ურთიერთქმედებას უკავშირდებოდეს. Apple-ს ამ შეფასებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ანალიტიკოსების შეფასებით, პრობლემაზე სწრაფი რეაგირება მნიშვნელოვანია. კვლევითი კომპანია IDC-ის წარმომადგენლის თქმით, დაზიანებული მოწყობილობების შეცვლის შეთავაზება სწორი პირველი ნაბიჯია მომხმარებელთა ნდობის შესანარჩუნებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები