Apple-მა MacBook Air M3 გამოუშვა. კომპანია სწრაფ M3 ჩიპს, თხელ და მსუბუქ დიზაინსა და ორჯერ გაუმჯობესებულ გრაფიკას გვთავაზობს.
1080p FaceTime HD კამერა და ე. წ. სამ-მიკროფონიანი ნაკრები კი სუფთა ვიდეო თუ აუდიო კავშირის დამყარებაში დაგეხმარებათ. MacBook უკვე 4 ფერში იქნება ხელმისაწვდომი, Starlight, Space Gray, Silver.
რაც შეეხება ელემენტს, კომპანიაში აცხადებენ, რომ მისი მუშაობის ხანგრძლივობა 18 საათს შეადგენს.
13-ინჩიანი მოდელის ფასი 1099 დოლარიდან დაიწყება, ხოლო 15-ინჩიანის, 1299 დოლარიდან.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/03/apple-macbook-air-13-15-inch-2024-1-1709562442-2024-03-05_12-21-42_098245-1024x576.jpeg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/03/macbook-air-2022-m2-2-2024-03-05_12-21-48_045903-1024x576.jpeg)