Apple ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია მოწყობილობებს დამუხტვის წყაროდ აქცევს. უახლეს მოწყობილობას ორმხრივი უსადენო დატენვის ფუნქცია ექნება. ნახაზებზე ნაჩვენებია MacBook-ისა და სხვადასხვა მოწყობილობის დატენვა, მათ შორის iPhone, iPad და Apple Watch-ის.
აღნიშნული სიახლე თამამად შეგვიძლია წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალოთ. თუკი ელექტროენერგიის, ან დასამუხტი საშუალებების გარეშე აღმოჩნდებით, Apple-ის ახალი ტექნოლოგია ამ პრობლემას მარტივად გადაჭრის.