Apple Music-მა დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ,,ყველა დროის 500 ყველაზე სტრიმვადი სიმღერა” გამოავლინა. სტრიმინგ სერვისის ჩამონათვალი მუსიკალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სადაც საკულტო და თანამედროვე არტისტების ის ჩანაწერებია თავმოყრილი, რომელთაც დეკადის განმავლობაში პლატფორმის მომხმარებლები ყველაზე ხშირად უსმენდნენ. ახლო წარსულიდან ლისტში ბრუნო მარსისა და როუზის Apt., ხოლო ეპოქალური კომპოზიციებიდან Queen-ის Bohemian Rhapsody მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ჰიტით სიაში, დრეიკი გვხვდება. 500 ყველაზე სტრიმვადი სიმღერიდან, მას 27 ეკუთვნის.
დრეიკის შემდეგ, რეიტინგს 14 სმენადი ტრეკით, ტეილორ სვიფტი ლიდერობს.
,,ყველა დროის ყველაზე სტრიმვად სიმღერად” ედ შირანის Shape of You დასახელდა.
Apple Music არის მუსიკალური სერვისი, რომელიც 2015 წლის ივნისში გაეშვა. იგი აერთიანებს მუსიკის უზარმაზარ კატალოგს, ფლეილისტებს, რადიოსადგურებსა და ექსკლუზიურ რელიზებს, რომელიც 167-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
Apple Music-მა 100 საუკეთესო ალბომი დაასახელა