Apple Music-მა 2024 წლის საუკეთესო არტისტები და სიმღერები გამოავლინა. მათი ჩამონათვალი ერთ-ერთმა პოპულარულმა სტრიმინგ სერვისმა მომხმარებლებზე დაყრდნობით, მუსიკალური ჟანრების მიხედვით წარადგინა.
პლატფორმამ საუკეთესო პოპ შემსრულებლად, საბრინა კარპენტერი დაასახელა. გაირკვა, რომ ამ ჟანრში მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარული სიმღერები წლის განმავლობაში, სწორედ კარპენტერის ჰიტები: Espresso და Please Please Please, ასევე Charli XCX-ის 360 და ტედი სუიმსის Lose Control იყო.
საუკეთესო ქანთრი მომღერლად, Post Malone აღიარეს. მუსიკალურ სტრიმინგ სერვისზე წელს ყველაზე მეტად ამ ჟანრის სიმღერებს შორის, მის და მორგან უოლენის დუეტს – I Had Some Help და Shaboozey-ის ჰიტს – A Bar Song (Tipsy) უსმენდნენ.
საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ მუსიკოსად, Muni Long იქცა. მისი Made for Me წლის R&B სიმღერაა.
საუკეთესო K-pop ბენდად, Aespa მოგვევლინა. სამხრეთ კორეული გოგონათა ჯგუფის Supernova, ყველაზე პოპულარული K-pop ჩანაწერების ლიდერია. ამავე სიაში ასევე როუზისა და ბრუნო მარსის კოლაბორაცია – Apt. გვხვდება.
მუსიკალური ჟანრების მიხედვით, Apple Music-ის წლის საუკეთესო არტისტებისა და სიმღერების სრული სია ასეთია:
Apple Music-მა 100 საუკეთესო ალბომი დაასახელა