LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ორი ქალი არტისტი სიაში – Apple Music-მა ,,ყველა დროის 20 ყველაზე მოსმენადი შემსრულებელი” გამოავლინა

187
photo-collage.png (25)

Apple Music-მა ,,ყველა დროის 20 ყველაზე მოსმენადი არტისტის” სია გამოაქვეყნა.

ეს მონაცემები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის მკვეთრად ასახავს სერვისის მომხმარებლების გემოვნებას.

აღმოჩნდა, რომ სხვა პლატფორმებისგან, მათ შორის Spotify-სგან განსხვავებით, Apple Music-ზე ჰიპ-ჰოპ მუსიკა მკვეთრად დომინირებს. ოცეულიდან 13 შემსრულებელი სწორედ ამ მიმართულების წარმომადგენელია, ეს კი აჩვენებს, რომ პლატფორმაზე რეპს უდიდესი აუდიტორია ჰყავს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტოპ 20-ში მხოლოდ ორი ქალი არტისტი, ტეილორ სვიფტი და არიანა გრანდე მოხვდნენ.

სიაში შემსრულებლები შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდნენ:

შეგახსენებთ, რომ Apple Music — მუსიკალური სტრიმინგ-სერვისია, რომელიც კომპანია Apple-მა 2015 წლის ივნისში აამუშავა. სერვისი ხელმისაწვდომია 167 ქვეყანაში და ამჟამად 100 მილიონზე მეტ სიმღერას მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები