ამერიკულმა ვებ-გვერდმა Apple 9to5Mac გააჟღერა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ Apple-ის მომდევნო სამი ახალი ტელეფონის სახელწოდება iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X იქნება.
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი სრულიად განსხვავებულ ვიზუალს მიიღებს: მას OLED-ეკრანი, სრულიად სრულყოფილი კამერები და სახის ამომცნობი სკანერი ექნება.
არაოფიციალური ინფორმაციით, სახელწოდება X შესაძლოა, საიუბილეო დატვირთვისაც არის და ის მოდელის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
შეგახსენეთ, რომ სმარტფონის პრეზენტაცია 12 სექტემბერს შედგება.