ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ Apple Samsung-ს მაინც აჯობებს. ასეთი პროგნოზი ტაივანელმა ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს. მათი აზრით, ამერიკული კორპორაცია 2017 წელს გრანდიოზულად დაასრულებს და გაყიდვების რაოდენობით Samsung-ს აუცილებლად გადააჭარბებს. სამხრეთ კორეული და კალიფორნიული ბრენდების კონკურენცია სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. Samsung წლების განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა ამჯერად Apple-ის დროც დადგა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2017 წლის ბოლოსთვის ლიდერთა შორის, გარდა ამ ორი ბრენდისა ასევე – Xiaomi, Huawei და Oppo მოხვდებიან. Apple-ის გაყიდვები კი 19.1%-ით გაიზრდება.