ბევრი წარმატების მიუხედავად, როგორც ჩანს, Apple მაინც აგრძელებს სიახლეების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის. ამჯერად საქმე მხოლოდ ტექნიკასთან არ გვაქვს. როგორც ირკვევა, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს საავტომობილო წარმოების გრანდებთან, „მერსედესთან“ და „ჰონდასთან“. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ეფლი“ მომავლის ავტომობილს ამზადებს.
სატესტო ვერსია ნიუ-ორკის ქუჩებშიც გამოჩნდა. ამ ავტომობილის შესახებ ბევრი ცნობები არ გვაქვს, თუმცა ასეთივე სატესტო ავტომობილი „გუგლმაც“ გამოაჩინა რამდენიმე ხნის წინ. საინტერესოა რა შედეგს მოგვცემს ამ ორი უდიდესი კომპანიის პაექრობა. რაც მთავარია, ორივე ცდილობს მომხმარებლებს შეთავაზოს ხარისხიანი, გამორჩეული და კონკურენტუნარიანი პროდუქცია.