LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple vs Samsung – სმარტფონების გლობალურ ბაზარზე კორეელები ლიდერობენ

749
DALL·E 2025-12-09 08.39.50 - Create a dramatic wide‑format scene in deep black tones featuring two abstract smartphones in a symbolic competition. The Samsung‑like phone should ap

უახლესი მონაცემებით, გასულ კვარტალში Samsung-მა ბაზარზე მეტი სმარტფონი გაყიდა, ვიდრე მისმა მთავარმა კონკურენტმა – Apple-მა.

Samsung-ის მიწოდებამ დაახლოებით 60 მილიონი ერთეული შეადგინა, ხოლო Apple-მა 50 მილიონზე ოდნავ მეტი iPhone-ის რეალიზება შეძლო. შედეგად, კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამ პერიოდში  გლობალური ბაზრის ლიდერის პოზიცია გაიმყარა

ექსპერტების შეფასებით, Samsung-ის უპირატესობას ხელს უწყობს როგორც მრავალფეროვანი მოდელების ხაზი, ასევე საშუალო სეგმენტში გაძლიერებული მოთხოვნა, მაშინ როცა Apple კვლავ პრემიუმ კატეგორიაზე აკეთებს აქცენტს.

მიუხედავად კვარტალური რყევებისა, კონკურენცია ორ ტიტანს შორის მაღალი დინამიკით გრძელდება და ბაზარი ყურადღებით აკვირდება, ვის მოუტანს 2025 წელი სტრატეგიულ უპირატესობას.

პოზიციები 2025-ის ბოლო პერიოდის მონაცემებით

2025 წლის მესამე კვარტალში გლობალური სმარტფონების მიწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა – საერთო რაოდენობამ 322.7 მილიონ ერთეულს მიაღწია. 

ამ პერიოდისთვის Samsung  ბაზრის ლიდერი გახდა: კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 61.4 მილიონი სმარტფონი გაიტანა. 

მისმა კონკურენტმა Apple-მა ამავე პერიოდში  58.6 მილიონი iPhone გაყიდა, რაც ისტორიულად ასევე მისი საუკეთესო კვარტალური შედეგია და წინა წელთან შედარებით ზრდაა. 

შედეგად, ბაზარზე Samsung-ის წილი (market share) მესამე კვარტალში 19.0 % იყო, ხოლო Apple-ის – 18.2 %. 

რატომ Samsung-ი?

Samsung-ის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მის ფართო პორტფელს – არა მხოლოდ პრემიუმ მოდელებს, არამედ საშუალო/დაბალ სეგმენტსაც. 2025-ში ბაზარზე გამოვიდა ახალი Galaxy A სერიის მოდელები, რაც ბრენდს ახალი მომხმარებლების მოზიდვაში დაეხმარა. 

ასევე, Samsung-ს, კონკურენტული უპირატესობა ახალი ფლაგმანი მოწყობილობების (მაგალითად foldable სმარტფონები) გამოშვებამაც მისცა. 

ზოგიერთ რეგიონში, Samsung უფრო ეფექტურად პასუხობს ეკონომიკურ ამოცანებს (მაგალითად ფასების და შეთავაზებების ბალანსით), რაც მას საშუალებას აძლევს მიზნობრივად მოერგოს როგორც განვითარებად ბაზრებს, ასევე პრემიუმ სეგმენტს. 

კონკურენცია – Apple-ი და მისი პოზიციები

მიუხედავად იმისა, რომ Samsung-მა ცოტა გადაასწრო Apple-ს, არც ამ უკანასკნელის გაყიდვები იყო დაბალი.

სპეციალისტთა შეფასებით Apple-ს 2025-ში ყველა  შანსი აქვს გლობალურ ბაზარზე ლიდერობა დაიბრუნოს, რაც ნაწილობრივ ახალი iPhone 17 სერიის წარმატებული პრემიერის დამსახურებაა. 

ასეა თუ ისე, კონკურენცია მკაცრია: როგორც Samsung-ის, ისე Apple-ის ინოვაციები, პოზიციონირება და ბაზრის სტრატეგია მუდმივად იცვლება, რაც მათ „შერკინებას“ არასტაბილურ და საინტერესო პროცესად აქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g