LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple Watch-ს ყველაზე ხშირად საათის დანიშნულებით იყენებენ

39

კვლევის თანახმად, Apple Watch-ს ყველაზე ხშირად დროის სანახავად იყენებენ. როგორც გაირკვა, გაჯეტის მეპატრონე საათში მასზე საშუალოდ 3-5 წუთს ხარჯავს. ოპერაციების 20% უბრალოდ დროის შემოწმებას წარმოადგენს, 17% – ნოტიფიკაციების ნახვას და მხოლოდ 4% იყენებს მას ვარჯიშის დროს. ასევე გაირკვა, რომ ერთი თვის განმავლობაში მომხმარებელი სმარტ-საათის საშუალებით მხოლოდ ერთ ან ორ ელექტრონულ წერილს კითხულობს.

ამ გზით კი ირკვევა, რომ მიუხედავად Apple-ის ნაწარმის ფუნქციონალურობისა, მომხმარებლები „ჭკვიან საათში“ მხოლოდ ჩვეულებრივ ქრონომეტრს ხედავენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები