სულ მალე ეკრანებზე რამდენიმე ახალი სერიალი გამოვა, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის. „ფორტუნამ“ შეარჩია 7 საუკეთესო სერიალი, რათა ჩვენმა მკითხველმა არჩევანი მარტივად გააკეთოს.
აპრილის 7 მთავარი სერიალი:
Slow Horses
ჩავარდნილი სპეცოპერაციის შემდეგ, MI5-ის აგენტს რივერ კარტრაიტს სლო-ჰაუსში აგზავნიან. ესაა ადგილი ჯაშუშებისთვის, სადაც მათ რუტინული საქმიანობის პარალელურად, საკუთარი დაკარგული რეპუტაციის აღდგენის საშუალება ეძლევათ. სერიალის სცენარი დაწერილია უილ სმიტის მიერ და მასში მთავარ როლებს ჰარი ოდლემანი და ჯეკ ლოდენი ასრულებენ.
Tokyo Vice
მაიკ მანას ახალი სატელევიზიო პროექტი, რომელიც ჯეიკ ადელშტაინის მემუარებზეა დაფუძნებული. ადელშტაინი გახლდათ ჟურნალისტი, რომელმაც იაპონურ გამოცემაში 12 წელი გაატარა და პოლიციის საქმიანობის ყველაზე ცხელ ამბებს აშუქებდა. სერიალში მთავარ როლს ენსელ ეკლგორტი ასრულებს.
Roar
ეს გახლავთ სერიალი თანამედროვე ქალებზე. ფილმის ერთ-ერთი გმირი ფოტოგრაფია, მეორე, მწერალი. ეს გახლავთ 8 ეპიზოდისგან შემდგარი მინი-სერიალი, სადაც მთავარ როლებს ნიკოლ კიდიმანი, სინტია ერივო და მერიტ უივერი ასრულებენ.
The First Lady
სერიალის ამერიკის პრეზიდენტების მეუღლეებზე გვიყვება. სიუჟეტის ეპიცენტრში ელეონორ რუზველტი, ბეტი ფორდი და მიშელ ობამა არიან. დიდ ეკრანზე მათ მიშელ პფაიფერი, ჯილიან ანდერსონი და ვიოლა დევისი განასახიერებენ.
Gaslit
სერიალი უოტერგეიტის სკანდალზე, რომლის ეპიცენტრში აღმოჩნდა ამერიკის მაშინდელი გენერალური პროკურორი ჯონ მიტჩელი და მისი მეუღლე. სერიალში მთავარ როლებს შონ პენი და ჯულია რობერთსი ასრულებენ.
The Offer
ეს არის სერიალი იმაზე, როგორ იღებდა ფრენსის ფორდ კოპოლა ფილმს „ნათლიმამა“ 70 იან წლებში მაფიის ცხოვრებაზე. ბარი ლევინსონის ახალ სერიალში მთავარ როლებს ოსკარ აიზეკი და ჯეიკ გილენჰაალი ასრულებენ.
Shining Girls
სერიალი დაფუძნებულია ლორენ ბოუკსის ბესტსელერზე, რომელიც თავის მხრივ კიბრი მაზრახის მემუარებზეა აგებული. სერიალში მთავარ როლს ელიზბეტ მოსი ასრულებს და ის გვიყვება რეპორტიორობაზე მეოცნებე ქალზე, რომლის ოცნებებსაც მანიაკის თავდასხმა ამსხვრევს.