LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისის ყველაზე საინტერესო სერიალები

275
seriali

მაისის თვე განსაკუთრებით მდიდარია პრემიერებით. ჟანრებითა და სიუჟეტებით განსხვავებული სერიალები აუცილებლად ყველა გემოვნების მაყურებელს დააკმაყოფილებენ.

მაისის ყველაზე საინტერესო სერიალები:

„კიბე“ (The Staircase)

სერიალი, რომელმაც რამდენიმე ჟანრი – კრიმინალური დრამა, ტრილერი და ბიოგრაფიული ფილმი გააერთიანა, 2003 წელს მეუღლის მკვლელობაში დადანაშაულებული მწერლის მაიკლ პიტერსონის რეალურ ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს. მართალია, მრავალწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ პიტერსონს ყველა ბრალდება მოუხსნეს, მაგრამ ბევრს მაინც არ სჯერა მისი უდანაშაულობის. იდუმალებით მოცული ისტორიის პროდიუსერობა ჰარისონ ფორდმა ითავა, რომელმაც რეჟისორობა ანტონიო კამპოსს ჩააბარა, მთავარი როლები კი, კოლინ ფერტმა, ტონი კოლეტმა, სოფი ტერნერმა და მაიკლ სტულბერგმა შეასრულეს.

„პენტავერატი“ (The Pentaverate)

მინი-სერიალში, რომელიც მაიკ მაიერსის ერთგვარ ბენეფისად იქცა, მსახიობმა არა მხოლოდ რვა, სრულიად განსხვავებული პერსონაჟი განასახიერა, არამედ სცენარიც თავად დაწერა და ფილმის პროდიუსერობაც საკუთარ თავზე აიღო.

„ღამი ცა“ (Night Sky)

ფანტასტიკური სერიალი ხანდაზმულ წყვილზე მოუთხრობს მაყურებელს, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ქალაქში, ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობს, თუმცა ეზოში სრულიად არაჩვეულებრივი პორტალი აქვს სხვა სამყაროში სამოგზაუროდ. რა თქმა უნდა, პარალელურ განზომილებაში მოგზაურობის უნიკალური შესაძლებლობით წყვილი მხოლოდ თვითონ სარგებლობს და არავის უმხელს, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გამოაშკარავებული საიდუმლო მეუღლეებისთვის სრული კატასტროფით სრულდება.

„ობი-ვან კენობი“ (Obi-Wan Kenobi)

მინი სერიალი „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პერსონაჟზე, მაყურებელს რეჟისორმა დებორა ჩოუმ შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ფილმში, რომლის მოქმედება „ვარსკვლავურ ომებში“ აღწერილი ისტორიიდან 10 წლის შემდეგ ვითარდება, მთავარი როლები ევან მაკგრეგორიმ, ჰეიდენ კრისტენსენმა და რუპერტ ფრენდმა შეასრულეს.

Pistol

ცნობილ პანკ-ჯგუფზე Sex Pistols-ზე ფილმის გადაღება ცნობილმა რეჟისორმა დენი ბოილმა ითავა, რომელმაც ჯგუფის გიტარისტის სტივ ჯონსის მემუარები გამოიყენა საკუთარი ნამუშევრის სიუჟეტად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები