LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთული გზა დიდი სპორტიდან ლეგენდარული ბოიბენდის ლიდერობამდე – უცნობი ამბები რონან კიტინგზე

205
რონან კიტინგი

რონან პატრიკ ჯონ კიტინგი 1977 წლის 3 მარტს, დუბლინის მახლობლად, პატარა ქალაქში დაიბადა. იქამდე, სანამ კარიერას მუსიკაში მოსინჯავდა, კიტინგი პროფესიონალურ დონეზე იყო დაკავებული სპორტით. მან 200 მეტრის მანძილზე რბოლაში პირველი ადგილიც მოიგო, მაშინ მხოლოდ 13 წლის გახლდათ. თინეიჯერობისას რონანმა უარი თქვა, დებისა და ძმების მსგავსად, ამერიკაში ემიგრაციაში წასულიყო და მუშაობა ადგილობრივ მაღაზიაში, კონსულტანტის თანაშემწედ დაიწყო.

1993 წელს რონანმა სრულიად შემთხვევით მონაწილეობა მიიღო ლუის უოლშის კონკურსში, რომელიც იმ დროისთვის ახალი ბოიბენდის შესაქმნელად, ვოკალისტებს ეძებდა. საინტერესოა, რომ სწორედ უოლშის მიერ შექმნილი Boyzone, რომლის ვოკალისტიც რონანი გახდა, 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ბოიბენდი გახდა.

ყველაზე ტრაგიკული კიტინგისთვის 1998 წელი იყო, როცა სიმსივნით დედა გარდაეცვალა. მან სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, რასაც მამასთან სერიოზული კონფლიქტი მოჰყვა. მამასა და შვილს შორის ურთიერთობა იმდენად რთული იყო, რომ ჯერი კიტინგმა რონანის ქორწილიც კი გამოტოვა, რომელიც კუნძულზე გაიმართა. რონანის რჩეული იტალიელი მოდელი ივონ კონელი გახდა.

ჯგუფ Boyzone-ის პირველი წარმატება გახლდათ ქავერი ლეგენდარული Bee Gees -ის სიმღერაზე  Words, რომელიც 1996 წელს გამოვიდა. ამას მოყვა ბოიბენდის ყველაზე პოპულარული სიმღერა No Matter What, რომლის ავტორიც ლეგენდარული ენდრიუ ლოიდ ვებერია, ეს უკანასკნელი ბრიტანეთისა და ირლანდიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ჰიტი გახდა.

2000 წელს რონანმა სოლოკარიერის დაწყების შესახებ განაცხადა, ჯგუფის სხვა წევრმა, სტივენ გეიტლიმ კი ოფიციალურად აღიარა, რომ გეი იყო. მალევე ჯგუფი დაშალა და მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ბოიბენდი Westlife. 2009 წელს ცნობილი გახდა, რომ სტივენ გეიტლი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ჯგუფის წევრებმა მეგობრის პატივსაცემად  შეკრება და ახალი ალბომის გამოშვება გადაწყვიტეს, სადაც შევიდა ჯერ კიდევ გეიტის სიცოცხლეში ჩაწერილი სიმღერები – Gave It All Away და  Love Is a Hurricane.

რაც ეხება პირადს, რონანისა და ივინ კონოლის ქორწინება 2015 წელს დასრულდა, წყვილს ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, ამავე წელს მუსიკოსი შტორმ უიტხტიცზე დაქორწინდა, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები