LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო 5 დეტექტიური სერიალი, რომელიც ეკრანებზე იანვარში გამოდის

922
სერიალები

ამჯერად „ფორტუნას“ ყურადღება მიიქცია დეტექტიური ჟანრის სერიალებმა, რომლებიც ეკრანებზე ამ თვეში გამოვა.

ჩამონათვალში პირველ ადგილზეა სერიალი „სიკვდილი და სხვა წვრილმანები“, სადაც მთავარ როლს მენდი პეტინკინი ასრულებს. ეს არის „სამშობლოს“ ვარსკვლავის, სოლის როლის შემსრულებლის დიდი დაბრუნება სატელევიზიო სერიალებში. სიუჟეტის მიხედვით, ასაკოვანი გამომძიებელი ახალგაზრდა გოგონას შეეკვრება, რათა დანაშაულების სერია ამოხსნას. სერიალის შემქმნელი, ხაიდი კოულ მაკადამსი და მაიკ უაისი არიან, რომლებიც აგათა კრისტის ჟანრის დაბრუნებას გვიანონსებენ.

მეორე ადგილზეა სერიალი „ნამდვილი დეტექტივი“, რომლის მეოთხე სეზონსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის. ამჯერად სერიალში მოქმედება ალასკაზე ვითარდება, სადაც ორი დეტექტივი ქალი მოულოდნელად გაუჩინარებული მამაკაცების, მეცნიერთა ჯგუფის წევრების საქმეს იძიებს. სერიალში  მთავარ როლს ლეგენდარული ჯოდი ფოსტერი ასრულებს.

მესამე ეს გახლავთ სერიალი, „ერთხელ მოტყუებული“, რომლის მთავარი გმირი მაია, გარდაცვლილ მეუღლეს გლოვობს, მოულოდნელად ქალი აღმოაჩენს, რომ გარდაცვლილი ქმარი ცოცხალია და დროდადრო მცირეწლოვანი შვილის სანახავად  სახლში ჩუმად იპარება.

კიდევ ერთი სერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ დეტექტივების მოყვარულებმა, გახლავთ სერიალი „კრიმინალური წარსული“, სადაც მთავარ როლებს პიტერ კაპალდი და კაშ ჯამბო ასრულებენ. სერიალი ლონდონში მცხოვრები გამომძიებლის შესახებ მოგვიყვება, რომელიც დარწმუნებულია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი გმირი, სინამდვილეში უდანაშაულოა.

და ბოლოს, კლაივ ოუვენის გულშემატკივრებს, ნამდვილი საჩუქარი გელით, რადგან მსახიობი „მუსიე სპეიდის“, გამომძიებლის როლში გვევლინება. სერიალი სამსახურიდან წასული დეტექტივის შესახებ გვიყვება, რომელიც კერძო დავალებით შტატებიდან საფრანგეთში მიემგზავრება. მთავარ გმირს ექვსი მონაზვნის მკვლელობის გამოძიება მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები