LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დაიწყება: თამარ გაბუნია

158
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დაიწყება. თუმცა, როგორც მან განმარტა,  ეს არ ნიშნავს, რომ ამ სიაში მყოფ ადამიანს ვაქცინაცია ხვალვე შეიძლება შესთავაზონ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით,  საყოველთაო ვაქცინაცია  მესამე, მეოთხე კვარტალში დაიწყება.

თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო რეგისტრაციის მიზანი იქნება – დადგინდეს ვაქცინის მიმღებთა დაახლოებითი რაოდენობა. მან ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ რამდენად იქნება „ფაიზერის“ ვაქცინა ის ფაქტორი, რომელიც აქტივობის სტიმულაციას გამოიწვევს.

“რაც შეეხება საყოველთაო ვაქცინაციის პროცესს, ჩვენ დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას იმისთვის, რომ გვქონდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი და ამის მიხედვით იმის მოლოდინი, თუ რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული, როდესაც ვაქცინა შემოვა.

მასობრივი ვაქცინაციის ეტაპები ჩვენი გეგმის თანახმად დაგეგმილია მესამე, მეოთხე კვარტალში. სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამას მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელიც  ვაქცინების მიმღებია. ჩვენ ჯერ ამ რაოდენობას ვერ ვხედავთ. ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებამდე საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სიაში მყოფ ადამიანს ვაქცინა ხვალვე შეგვიძლია შევთავაზოთ. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში“.– განაცხადა გაბუნიამ.

“რა თქმა უნდა, გარანტირებული ხარისხი გვაქვს” – გაბუნიას თქმით, “ფაიზერის” ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება

„დიდხანს ველოდეთ” – როგორ გადანაწილდება “ფაიზერის” დოზები და რომელ კლინიკებში შეძლებთ მის გაკეთებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g