აპრილში , წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, იანვარ-აპრილის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -3.6%-ს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებით.
ამასთან, აპრილში საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 39%-ითაა შემცირებული. კლება ფიქსირდება საწარმოთა რეგისტრაციის კუთხითაც. აპრილში სულ 307 საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებელს 93%-ით ჩამორჩება.
