გელა დაიაური „ფეისბუკზე“ ახალ ლექსს აქვეყნებს..
კომენტარებში წერენ, რომ ფრაზებში გელას გარდაცვლილი მეუღლე, თეონა ქუმსიაშვილი ამოიცნეს, თავად გელას ეს არ დაუდასტურებია.
„რომც არ თქვათ, ყველამ ვიცით, ვის ეძღვნება,“ – წერს კომენტარებში ერთ–ერთი მომხმარებელი.
ახლა ღამეა ჩემს ლამაზს მთებში,
შენზე ფიქრი მყავს სასურველ სტუმრად
და მეც ვმასპინძლობ კალმით და ლექსით
ანდა როდემდე ვიქნებით უბრად.
ვებაასები,როცა შენ არ ხარ,
და მარტოობის აღარ მწვავს სევდა,
მთებიდან უფრო ლამაზი ჩანხარ,
მთებიდან უფრო მიყვარხარ მეტად.
როცა ტყემალი ყვავილებს გაშლის,
ასე მგონია,ჩემს ერთას გიმზერ,
როს ოქტომბერი მოიწყენს მთაში,
შენა გგავს კარგო,ასე თუ ისე.
იქნებ ჩამიქროს სურვილი თოვლმა,
თოვლს ვეხუტები შენი მსურველი,
შენი სუნთქვაა ნიავის ქროლვა,
შენს თავს მახსენებს იის სურნელი.
ძოწისფერი აქვს ვარდები მაისს,
მაგრამ ეგ ბაგე მაინც მეტია,
აქ არ ხარ, მაგრამ გპოულობ მაინც,
ნაწილ-ნაწილს და მთლიანს ერთიანს.
ახლა ღამეა ჩემს ლამაზს მთებში,
შენზე ფიქრი მყავს სასურველ სტუმრად
და მეც ვმასპინძლობ კალმით და ლექსით
ანდა როდემდე…Posted by გელა დაიაური on სამშაბათი, 03 ოქტომბერი, 2023
გელა დაიაური