LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ არ ვიქნებოდი, რომ არ მქონდეს მულტიპარტიული მხარდაჭერის იმედი: ცესკოს წევრობის კანდიდატი

58
გია ცაცაშვილი

პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა ცესკოს წევრობის კანდიდატმა გია ცაცაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მას „მულტიპატრიული მხარდაჭერის იმედი აქვს“, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენილი არ იქნებოდა.

როგორც გია ცაცაშვილი აცხადებს, ის კომისიის “ნეიტრალური წევრი უნდა იყოს“.

მისივე განცხადებით, ცესკო-სთვის ნდობის აღდგენა შეუძლებელი პროცესი არ იქნება და ამას დიდწილად განაპირობებს ის მექანიზმები, რომელიც ახალ საარჩევნო კოდექსს შემოაქვს.

„ვფიქრობ, შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, არის საეტაპო მომენტი, როცა შეგვიძლია კონსენსუსამდე მივიდეთ მინიმუმ საარჩევნო პროცესთან მიმართებაში და ვფიქრობ, ამ დროს გამოწვევებისგან თავის არიდება კი არა, პირიქით, ამ გამოწვევის მიღება და საკუთარი წვლილის შეტანაა საჭირო. ამიტომ ეს არის ჩემი მოტივაცია, რომ გარკვეული გამოცდილება, რაც დამიგროვდა და ხედვები, რაც მაქვს, იქნებ ვცადო და აქ განვახორციელო.

რეპუტაციულ ზიანს აუცილებლად უნდა შევეხოთ, ამის იგნორირება არაფრით გამოვა, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს შეუძლებელი პროცესი (ნდობის აღდგენა). როცა გრძნობ, რომ შენს უკან სიმართლეა, ეს გაძლიერებს და ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია საარჩევნო კოდექსში. იმდენი მექანიზმი შემოვიდა გამჭვირვალობის და ჩართულობის თვალსაზრისით, რომ ამან უნდა განაპირობოს სანდოობა და გამჭვირვალობა პროცესების. ცხადია, აქ არ ვიქნებოდი, რომ არ მქონდეს მულტიპარტიული მხარდაჭერის იმედი. შესაძლოა, ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, ამისთვის არის წინაპირობა. კომისიის ნეიტრალური წევრი უნდა ვიყო და ზუსტად ამაზეა გამოცხადებული ვაკანსია, მე სხვანაირი წევრი ცესკო- ში ვერ წარმომიდგენია, თქვენ წარმოიდგინეთ, პარტიების მიერ დანიშნული წევრებიც ვალდებულნი არიან იყვნენ ნეიტრალური წევრები, ყოველ შემთხვევაში, კანონში ასე წერია”, – განაცხადა ცაცაშვილმა.

დღეიდან პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვას იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g