LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ შეიგრძნობა ფრანგული მახვილგონიერება, აფროამერიკული დრაივი, იტალიური მელოდიურობა და ჯაზის იმპროვიზაცია… გავემზადოთ, რომ ერთად ჩავყვინთოთ უნიკალურ ატმოსფეროში“ – ანი ლაღიძე რიშარ გალიანოს ვიზიტზე და ფესტივალზე „თბილისი რიტმი“

433
ანი ლაღიძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ „თბილისი რიტმის“ დამფუძნებელი – ანი ლაღიძე სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე და პროგრამაზე ისაუბრა.

ანი, მოგვიყევი ფესტივალის „თბილისი რიტმი“ დასკვნითი ღონისძიების შესახებ, როცა მსოფლიო ლეგენდა რიშარ გალიანო წარდგება მსმენელის წინაშე, როგორი იქნება საღამოს პროგრამა?

მე ყოველთვის ვერიდები ასეთი სიტყვების გამოყენებას – ლეგენდა, გრანდიოზული, რადგან თუნდაც ასტორ პიაცოლა რომ გავიხსენოთ, ვის მოწაფედაც ითვლება გალიანო, მას ძალიან არ უყვარდა სიტყვა პოპულარობა.

ყოველთვის ასე ამბობენ, რატომ არის გალიანო ასეთი გამორჩეული, რატომ არის მისი ყოველი ნაწარმოები სრულყოფილი, სრულფასოვანი, რომელთაგანაც ზოგი აგატირებს, ზოგი აგაღელვებს, ზოგი გაცინებს. ეს იმიტომ რომ, აქ შეიგრძნობა ფრანგული მახვილგონიერება, აფროამერიკული დრაივი, იტალიური კეთილგანწყობილება, მელოდიურობა და რა თქმა უნდა, ჯაზის იმპროვიზაცია. ეს მთლიანი შენადნობი ქმნის იმ უნიკალურობას, რაც რიშარ გალიანოს ახასიათებს. იმდენად მრავალფეროვანია მისი შესრულება… ტემბრი, სტილი, განწყობა… ეს ერთი-ორს თუ შეუძლია. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მე წარვადგენ გალიანოს, როგორც არტისტს, საქართველოში და რომ წარვადგენთ იმ რევოლუციურ ალბომს, რომელიც მან 1991 წელს, უნიკალურ არტისტებთან ერთად ჩაწერა. ამ ალბომს გარდამტეხი როლი ჰქონდა გალიანოს საერთაშორისო კარიერაში. ჩაიწერება ის მუსიკალური ვერსიები, რომლებიც დღემდე არ იყო გამოქვეყნებული. მას ასევე ჩამოჰყავს ორი ვირტუოზი მუსიკოსი, ადრიენ მუანარი და ფილიპ აერტსი.

რიშარ გალიანო უკვე მეშვიდედ ჩამოდის საქართველოში. როგორც გალიანო ამბობს, გავემზადოთ, რომ ერთად ჩავყვინთოთ ამ საკულტო ალბომის უნიკალურ ატმოსფეროში. მართლაც, თავბრუდამხვევი პროექტით დაიხურება ფესტივალი.

როდის და სად გაიმართება კონცერტი?

ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ ფესტივალს დავასრულებთ „მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე“, ცნობილი კუბელი მუსიკოსის, რობერტო ფონსეკას La Gran Diversion ალბომით. ეს იქნება 9 სექტემბერს 20:00 საათზე.

Posted by Tata Sadradze on Thursday, July 24, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g