LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ ყველაზე დიდი დრამა არის ის, რომ ნეიტრალიტეტზე თეორიულად მოსაუბრე ცხელი თავები გვტოვებენ ჭაობში და ამაზე არ ვიღებთ ხმას – ეკონომისტი

77
ipiccy_image

ჩვენი მოცულობის, ეკონომიკის და წონის მქონე ქვეყანა ან უნდა იყოს დიდი გაერთიანების წევრი, ან უბრალოდ დარჩება ჭაობში – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს, რომელიც ნეიტრალიტეტს თემას ეხმაურება.

„როდესაც საუბრობ ნეიტრალიტეტზე, უნდა გქონდეს შესაბამისი „აღჭურვილობა”. საქართველო რომ იყოს ფინანსური ცენტრი, სატრანსპორტო ჰაბი, ელექტრო ექსპორტიორი და ან რომელიმე მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიის მქონე ლოკაცია, მაშინ ნეიტრალიტეტისკენ თავად მსოფლიო მიგვითითებდა (როგორც ეს მოხდა შვეიცარიის შემთხვევაში). სხვა ყველა შემთხვევაში ნეიტრალიტეტი სახელმწიფოს განეიტრალებას ნიშნავს.

ჩვენი მოცულობის, ეკონომიკის და წონის მქონე ქვეყანა ან უნდა იყოს დიდი გაერთიანების წევრი (ევროკავშირი, ნატო), ან უბრალოდ დარჩება ჭაობში. (ბალტიისპირეთის მაგალითიც კმარა ამისთვის, განვითარების კუთხით).

აქ ყველაზე დიდი დრამა არის ის, რომ ნეიტრალიტეტზე თეორიულად მოსაუბრე ცხელი თავები (ბევრნი არიან) გვტოვებენ ჭაობში და ამაზე არ ვიღებთ ხმას“, – ამბობს ოთო აბესაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g