LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქაც იგივე მიზეზია“ – რატომ არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას

121
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

„აქაც იგივე მიზეზია, რეალურად არცერთ ასეთ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიებები, რომელზედაც წინა პლანზე უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა უმაღლესი პარტიული თანამდებობის პირები“, – ასე უპასუხა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებას.

პრემიერი: „მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია.. მადლობა თქვენ მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს“

„აქედან გამომდინარე, არც წელს, არც შარშან ამ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ჩემს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას პოლიციელების მიმართ გამოვხატავ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მადლობა უძილო ღამეებისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის“ – გომელაურმა პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა

„2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“

ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრსა და მას შორის რაიმე სახის დაპირისპირებაა, „უმარტივესი სპეკულაციაა“.

„რეალურად მე და ირაკლი ღარიბაშვილს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე გვაქვს, როგორ ტელეფონით, ასევე ფიზიკური შეხვედრების სახით. ეს არის ერთგვარად იმ პრობლემების გადაფარვის მცდელობა, რომელიც არის „ნაცმოძრაობაში“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ეს, რა თქმა უნდა, უსუსური მცდელობაა. თქვენ გახსოვთ უამრავი სპეკულაცია მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა ისიც გახსოვთ, რომ ეს სპეკულაციები არასდროს მყარ ნიადაგზე დაფუძნებული არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს“ – რას აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“ გავრცელებულ კადრებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g