LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მადლობა უძილო ღამეებისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის“ – გომელაურმა პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა

161
ფორტუნა - 2023-05-31T115613.474

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცველებს, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა.

„დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის.

ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს – გულშემატკივრობის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი პოლიციელების გმირობაზე დგას სახელმწიფო.

„სამწუხაროდ, არაერთი ღირსეული პოლიციელი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

სწორედ ასეთი პოლიციელების დაუვიწყარ ღვაწლსა და გმირულ მაგალითებზე დგას ქართული სახელმწიფო, მათ გზას განაგრძობს ქართული პოლიცია. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა პოლიციელის ხსოვნას“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, „მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებაზე“.

მინისტრმა მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს სამართალდამცველებისადმი გამოხატული მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, 2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტულია პოლიციელებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკვე დაწყებულია მუშაობა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს „ქალაქი“ თბილისში აშენდება და საწყის ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g