LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქაც მოდრიჩი: წლის საუკეთესო გამთამაშებლები გამოვლინდნენ

2471944-51337590-2560-1440

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი 2018 წლის საუკეთესო გამთამაშებლად დაასახელა.

ლეო მესი და ედენ აზარი სამეულში არიან.

ლუკამ ეს ჯილდო 90 ქვეყნის ექსპერტების გამოკითხვის შედეგად მიიღო – 272 ხმა დააგროვა. მეორე ადგილზე გავიდა 144 ხმით „ბარსელონას“ არგენტინელი გენია ლეო მესი. მესამეა ბელგიელი აზარი „ჩელსიდან“ – 114 ქულა.

2018 წელს მოდრიჩი „რეალის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულო გახდა, ხოლო ხორვატიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

В 2015, 2016 და 2017 წლებში IFFHS-მა საუკეთესო პლეიმეიქერად ლეო მესი დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g